ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილია პეტიცია ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მოთხოვნით

ქალაქ ოზურგეთის ერთერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე და ღირსშესანიშნაობა არის ექადიის ტყე-პარკი. ტყე-პარკი გაშენებულია დაახლოებით 17 ჰექტარ ტერიტორიაზე ზრდასრული, მრავაწლოვანი, მათ შორის იშვიათი ჯიშის, ხეებით. ტყე-პარკი ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული.იმისათვის, რათა ექადიის ტყე-პარკმა შეასრულოს ქალაქისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და საზოგადოებრივი სივრცის ფუნქცია, საჭიროა:

  • პარკის გადმოცემა სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში
  • კონკურსის წესით ტყე-პარკის სარეაბილიტაციო პროექტის შერჩევა და მისი რეაბილიტაცია
  • ტყე-პარკის მუდმივი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად მოვითხოვთ წარმოდგენილი საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვასა და გადაწყვეტას.

პეტიციის ლინკი მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე: http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/24

კომენტარები