2020 წლის 21 აგვისტოს „გურიის სამოქალაქო ცენტრისა“ და „გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკოს“ მიერ მომზადებული ანგარიშის „ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკა გურიის რეგიონში“ საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის ავტორებმა შეხვედრაზე მონაწილეებს მონიტორინგის ძირითადი მიგნებები, ასევე წიაღის ეროვნული სააგენტოსადმი წარდგენილი რეკომენდაციები გააცნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, წიაღის მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები და ჟურნალისტები.
პროექტი „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)