პროექტის ამოცანა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გურიის მხარეში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიის წახალისება და ინტერესთა ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფები პროექტის სამიზნე ჯგუფთან და მოხდა მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება. გამოვლენილი პრობლემების გარშემო  არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის მომზადდა „10 კითხვა“. კითხვები გურიის რეგიონში მაჟორიტარული წესით წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს დაეგზავნათ. მიღებული პასუხები გავრცელდა სოციალური ქსელის და ორი ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით. აღნიშნული კითხვების გარშემო გაიმართა სატელევიზიო დებატები მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის. გამოიცა ანგარიში „რას გვპირდებიან პოლიტიკოსები?

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით განხორციელდა.

განხორციელების პერიოდი: ივლისი 2020 – ნოემბერი 2020

პარტნიორები: ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

მიღებული დაფინანსება: 25 029 ₾