„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ ონლაინ ფორმატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთან, ალეკო ბერიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან შეხვედრა გამართა.

კიღურაძემ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს პროექტი„მოქალაქეები უკეთესი ქალაქისთვის“ გააცნო და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა. პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული და მიღების პროცესში მყოფი ურბანული გადაწყვეტილებების მონიტორინგს გულისხმობს, ამასთან, პროექტის ფარგლებში მომზადდება ინიციატივები ქალაქში არსებული ურბანული პრობლემების გადასაჭრელად. პროექტის მიზანი ქალაქ ოზურგეთის მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობაა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 

კომენტარები