2021 წლის 10 თებერვალს ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე, ექადიის უბანში წმინდა გიორგის ქუჩის დასაწყისში, წიწვოვან კორომში მოიჭრა ზრდასრული საღი კედრის ხეები, რამაც მოსახლეობის და სამოქალაქო აქტივისტების მწვავე რეაქცია გამოიწვია.[1]http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tsitsvovani-kheebis-mochra-daushvebelia?fbclid=IwAR3tuMfOwdnsbIBAANP2X6oL1O_drTDOT11OpT293yWHq89Q7c4t3IZKcj4#.YCPZdz1rlM0.facebook [2] … Continue reading

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შეფასებას:

წმინდა გიორგის ქუჩის დასაწყისში წიწვოვანი ხეების კორომი გაშენდა 1950-იან წლებში. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან დგინდება, ტერიტორია, სადაც კედრები მოიჭრა, წლებია, წარმოადგენს კერძო საკუთრებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრას არეგულირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“. აღნიშნული დადგენილება ეხება მხოლოდ საჯარო სივრცეებში არსებულ მწვანე ნარგავებს და მის მოვლის წესს. ის არ ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებულ მწვანე ნარგავებზე. ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, მესაკუთრის მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში ხის მოჭრა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მესაკუთრეს არ აქვს ვალდებულება ხის მოჭრა შეუთანხმოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ხის მოჭრის რეგულირება მუნიციპალიტეტის მიერ შესაძლებელია მხოლოდ გენერალური გეგმის მეშვეობით. საქართველოს კანონი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მიხედვითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა, სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს[3]საქართველოს კანონი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და … Continue reading. აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინება ხდება მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტს აქვს გენერალური გეგმა და განაშენიანების დეტალური გეგმა. გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) განსაზღვრავს გამწვანებისთვის და წყალგამტარიანობისთვის განკუთვნილ მინიმალურ ფართობს[4]საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების … Continue reading.

მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა ხოლო ამ კონკრეტული ტერიტორიისთვის – განაშენიანების დეტალური გეგმა, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მოკლებულია შესაძლებლობას მშენებლობის განმახორციელებელს საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოსთხოვოს გამწვანების კოეფიციენტის დაცვა.

მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მუნიციპალიტეტს მივამრთავთ რეკომენდაციით:

  • შეიმუშავოს და მიიღოს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა
  • შეიმუშავოს და მიიღოს კონკრეტული ზონების განაშენიანების დეტალური გეგმები და დაადგინოს კ-3 კოეფიციენტები
  • უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს გენერალური გეგმი, განაშენიანების დეტალური გეგმის და კ-3 კოეფიციენტის მოთხოვნების დაცვა.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები

References
1 http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tsitsvovani-kheebis-mochra-daushvebelia?fbclid=IwAR3tuMfOwdnsbIBAANP2X6oL1O_drTDOT11OpT293yWHq89Q7c4t3IZKcj4#.YCPZdz1rlM0.facebook
2 http://alion.ge/2021/02/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?fbclid=IwAR2OjtGPKgP8D0MiMuAbKzVC9_ZDK9htd1L5VvW6mMXa1o8kYso_vDHsFdY
3 საქართველოს კანონი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მუხლი 41.
4 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ მუხლი 37.