2021 წლის 24 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.[1]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 17, 24 მარტი, 2021

დროებითი სამუშაო ჯგუფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს 9 წევრის შემადგენლობით  შეიქმნა 2020 წლის 7 ოქტომბერს[2]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 47, 7 ოქტომბერი, 2020, ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით. სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძველი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიერ წარდგენილი პეტიცია.[3]http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/26 პეტიციის ხელმომწერები ითხოვდნენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უზრუნველეყო ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.  პეტიცია შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრის – პროგრესის სახლის“ პროექტის ფარგლებში, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი იყო.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად [4]ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 29 დროებითი სამუშაო ჯგუფი ერთი თვის ვადით იქმნება, მისი უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 30 დეკემბერს[5]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 66, 30 დეკემბერი 2020, 2021 წლის 29 იანვარს[6]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 1, 29 იანვარი, 2021, 16 თებერვალს[7]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 10, 16 თებერვალი, 2021 და 24 მარტს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა თითო თვით გააგრძელა.

ოზურგეთის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 6 თვე 2021 წლის 7 აპრილს გავიდა. სამუშაო ჯგუფს არ გაუმართავს არცერთი სხდომა, სამუშაო შეხვედრა ან სხვა რაიმე ტიპის აქტივობა. მოქალაქეთა პეტიცია ვერ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, რადგან დროებით ჯგუფს არ შეუსრულებია მისი შექმნის დანიშნულება.

აღნიშნული პროცესი ავლენს სისტემურ ხარვეზებს როგორც საკრებულოს მიერ ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე საკრებულოს მიერ მოქალაქეთა პეტიციების დროული და ეფექტიანი განხილვის კუთხით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მივმართავთ რეკომენდაციით:

  • უზრუნვეყოს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი პეტიციების დროული და არსებითი განხილვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  • უზრუნველყოს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა

 

 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

References
1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 17, 24 მარტი, 2021
2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 47, 7 ოქტომბერი, 2020
3 http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/26
4 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 29
5 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 66, 30 დეკემბერი 2020
6 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 1, 29 იანვარი, 2021
7 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N 10, 16 თებერვალი, 2021