პროექტი  გულისხმობს საგნობრივი, ინტერესთა ჯგუფების კონკრეტულ საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობას საარჩევნო სუბიექტებს შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ურბანული მოსახლეობის, რელიგიური უმცირესობებისა და ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირების, ამ პრობლემების საარჩევნო სუბიექტებისთვის აქტიური მიწოდების გზით. პროექტი ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებისგან საინიციატივო ჯგუფების ფორმირებას, მათ მიერ საკუთარი პრობლემების ადვოკატირებას ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ხედვების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებასა და კანდიდატების წინასაარჩევნო დებატებს  პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული საკითხების ირგვლივ.

პროექტი განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.

განხორციელების პერიოდი: აპრილი 2021 – დეკემბერი 2021

პარტნიორი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

დაფინანსება: 46 517 ₾