ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ საპრივატიზაციო ნუსხაში შესულია ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი[1]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N36, 7 ოქტომბერი, 2020:

გორგაძის ქუჩის მიმდებარედ 26.26.56.370 1460.0 კვ. მ.
ანასეული 26.26.49.165 1018.0 კვ.მ.

განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული იყო კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნები. განკარგულება ეყრდნობა შემდეგ ნორმატიულ აქტებს: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საქართველოს მთავრობის დადგენილება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისდა ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“.

პრივატიზება არ წარმოადგენს ქონების განკარგვის ერთადერთ ფორმას. მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ქონების განკარგვისას შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა ფორმები, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებით ფორმით განკარგვას სჭირდება დასაბუთება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს არ აქვთ დასაბუთებული აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზების საჭიროება, აუცილებლობა და პრივატიზების ფორმის გამოყენების უპირატესობა ქონების განკარგვის სხვა ფორმებთან შედარებით.

მიზანშეწონილია, რომ არ მოხდეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება მხოლოდ მისი რეალიზაციისგან მიღებული ერთჯერადი შემოსავლის გამო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშNული ერთჯერადი შემოსავალი ხშირად საკმაოდ დაბალია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში უკვე დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად უძრავი ქონების პრივატიზების გამო.[2]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების … Continue reading

ქონების განკარგვის საკითხი კავშირშია ქალაქის გენერალური გეგმის მიღებასთან. გენერალური გეგმის მეშვეობით უნდა მოხდეს იდენტიფიცირება მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებისა, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მუნიციპალური ან სხვა საჯარო საჭიროებისთვის. გენერალური გეგმის მომზადებამდე ქალაქის საზღვრებში მიწის ნაკვეთების უსისტემო პრივატიზებამ შესაძლოა გაართულოს ქალაქის დაგეგმვის პროცესი.

რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამოიღოს ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საპრივატიზაციო ნუსხიდან
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადოს მორატორიუმი ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებაზე გენერალური გეგმის შემუშავებამდე

 

 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები

References
1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N36, 7 ოქტომბერი, 2020
2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, გვ. 29 სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 21 დეკემბერი, 2018 https://bit.ly/3cs1q1z