„გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ სანაპიროს რეაბილიტაციის ინიციატივის შესახებ შეხვედრა გამართა

ინიციატივა გულისხმობს:
• სანაპიროს გასწვრივ ქვეითთათვის უსაფრთხო საფეხმავლო ზოლის და ტროტუარის მოწყობას
• ველობილიკისა და ველოპარკინგების მოწყობას.
• სანაპიროს აღჭურვას სკამებით, ნაგვის ურნებით, გარეგანათებით
• გაზონის მოწესრიგებას, გამწვანებას, დეკორატიული ყვავილებისა და მცენარეების დარგვას,
• სპორტული მოედნის რეაბილიტაციას
• ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციას
„გურიის სამოქალაქო ცენტრი“ დაეხმარება ამ და სხვა სამეზობლოებს და სამოქალაქო აქტივისტებს ურბანული პრობლემების გადაჭრის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობაში
ღონისძიება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაბამისი რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.
პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
კომენტარები