ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების მდგომარეობა კატასტროფულია. ძაღლები უკონტროლოდ მრავლდებიან და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე მუნიციპალიტეტის გზები სავსეა უპატრონო ძაღლებით, რომელთა უმრავლესობა მშიერი და დაავადებულია. ამავდროულად უპატრონო ძაღლების სიმრავლის გამო საფრთხის შემცველია ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება, ხშირია ადამიანების დაკბენის ფაქტები.

ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა „უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა (საკუთარი ორგანოების მეშვეობით ან შესაბამისი სერვისის შესყიდვის გზით) უნდა უზრუნველყოს უპატრონო ძაღლების:

  • აღრიცხვა/აღწერა
  • აცრა/ მკურნალობა
  • კასტრაცია/სტერილიზაციის მეშვეობით პოპულაციის მართვა
  • საჭიროების შემთხვევაში თავშესაფარში/კარანტინში გადაყვანა

თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ვითხოვთ: აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლას, განხილვასა და გადაწყვეტას.

 

პეტიციის ლინკი მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე: https://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/34