2021 წლის 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ 63 მუნიციპალიტეტში მასშტაბური რეაბილიტაციისა და განახლების პროგრამა დაამტკიცა.[1]საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილება „სახელმწიფო … Continue reading პროგრამის დეკლარირებული მიზანია 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა.

 შეიქმნა პროგრამის განმახორციელებელი კომისია, რომლის შემადაგენლობა განისაზღვა ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებით. კომისიის უფლებამოსილებებში შედის:

  • პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტების შერჩევა
  • პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობის კოორდინაცია;
  • საპროექტო გადაწყვეტების, მათ შორის, პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობის, დიზაინის და სხვა, შეთანხმება;

 სახელმწიფო პროგრამით „განახლებული რეგიონები“ განსახორციელებელი პროექტები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება.

 ცენტრალური ხელისუფლება აქამდეც იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტებს თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებების დასაფინანსებლად, როგორებიცაა სოფლის მხარდაჭერის პროგრაა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მუნიციპალური გავითარების ფონდი. ახალი პროგრამის ფარგლებში მეტწილად შერჩეულია ისეთი პროექტები, რომელთა საპროქტო დოკუმენტაცია შეძენილი იყო და რომელთა განხორციელება განიხილებოდა ზემოთჩამოთვლილი ინსტრუმენტების ფარგლებში.

 გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტები სწორედ აღნიშნული კომისიის მიერ იქნა შერჩეული.[2]http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=4301 კომისიამ შეარჩინა შემდეგი პროექტების განხორციელება:

  • ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია
  • ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია
  • ლანჩხუთში ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

ცენტრალიზებულად მოხდა არამხოლოდ განსახორციელებელი პროექტების შერჩევა, არამედ განსახორციელებელი პროექტების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაც. ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტი შეძენილ იქნა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2019 წელს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე.[3]ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020

დასკვნები:

  • პროგრამა ცენტრალიზებულად იმართება და მუნიციპალიტეტების მონაწილეობა მხოლოდ სანფორმაციო კამპანიის და განხორციელების ნაწილში მონაწილოებით შემოიფარგლება. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის და სუბსიდიარობის პრონციპებს.
  • ახალი მასშტაბური პროგრამის გამოცხადება შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს და მასთან დაკავშირებით ამომრჩევლების გულის მოგებას
  • განსახორციელებელი პროექტების და ასევე, პროქტების დიზაინების ცენტრალიზებულად შერჩევა გამორიცხავს მოქალაქეთა ჩართულობას და პროექტების განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

References
1 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ.
2 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=4301
3 ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020