პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივ საწყისებზე საინიციატივო ჯგუფების  შექმნას, რომელიც წინასწარ გაწერილი მექანიზმის მეშვეობით გამოავლენს კონკრეტულ პრობლემებს და განახორციელებს ადვოკატირებას მათ მოსაგვარებლად 2023 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში თანხების ასახვის მოთხოვნით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მოქალაქეებში პრობლემის იდენტიფიცირებისა და ადვოკატირების უნარების ზრდას.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა მოიცავს საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფების ფორმირებას გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში,  მისი მუშაობის წარმართვას კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით, ჯგუფების მიერ  გამოკითხვების ჩატარებას, პრობლემების იდენტიფიცირებას, ფოტოგამოფენის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობას, საინფორმაციო ბანერების  განთავსებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გაცემული დაპირებების შესრულების მონიტორინგს მოქალაქეების გამოკითხვისა და საჯარო დისკუსიის მეშვეობით.

პროექტის საქმიანობებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ კითხვარი

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება

განხორციელების პერიოდი: იანვარი 2022 – იანვარი 2023

პარტნიორი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

დაფინანსება: $ 37 559