ვიწვევთ აქტიურ მოქალაქეებს

გურიის სამოქალაქო ცენტრი პროექტის „საინიციატივო ჯგუფები მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირებისთვის“  ფარგლებში ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თანამშრომლობისთვის იწვევს საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ:

  • ურბანულ დასახლებაში (ქალაქი ან დაბა) მცხოვრები ადამიანები.
  • ახალგაზრდები
  • ეკომიგრანტებით დასახლებული სოფლის მკვიდრი

საინიციატივო ჯგუფის წევრები:

  • შეძლებენ გამოკვეთონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები
  • დაესწრებიან ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილება
    • მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები
    • ადვოკატირების კამპანია: დაგეგმვა და განხორციელება
    • ანკეტირება და ინტერვიუ
    • ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, საბიუჯეტო პროცესი და საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა
  • ჩაერთვებიან ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • ოზურგეთში მონიტორინგს გაუწევენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გაცემულ დაპირებებს.

2021 წელს პროექტის “ინფორმირებული არჩევანი” ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი პრობლემები:

  1. მუნიციპალური ტრანსპორტი: მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა ქალაქში დაბალი ხელმისაწვდომობა სოფლებსა და დაბებში
  2. ხელმიუწვდომელი წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი
  3. კანალიზაციის ქსელის არარსებობა, განსაკუთრებით ქალაქის ტერიტორიაზე
  4. სპორტული, გასართობი, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების არარსებობა, დაბალი ხელმისაწვდომობა
  5. მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა (ტროტუარები, გადასასვლელები, შუქნიშნები, პარკინგი) და შიდა გზები
  6. ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა
  7. უპატრონო ძაღლების სიმრავლე

დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს მისთვის საინტერესო თემაზე მოქმედ ჯგუფში.

საინიციატივო ჯგუფის წევრობის მსურველები დაგვიკავშირდით: 544441132, civicguria@gmail.com FB/guriacc