მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აღკვეთა კაფე-ბარის მშენებლობა კოსტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას და სპორტდარბაზს შორის.

2016 წლის 23 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდით 26.26.42.086) 100 კვ. მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, 30 წლის ვადით გადაეცა მოქალაქე ნინო ღლონტს. მიწის ნაკვეთის გადაცემის წლიური საფასური შეადგენდა 300 ლარს. აღნიშნული შესაძლებელი გახადა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს არასწორმა პოლიტიკამ საზოგადოებრივ და სარეკრეაციო სივრეებთან მიმართებაში, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებრივ სივრცეებს: პარკებს, სკვერებს, ტროტუარებსა და მოედნებს გასცემდა აღნაგობის უფლებით კერძო პირებზე.[1]ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020 ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი სივრცეებში მშენებლობების, ასევე მათი ერთპიროვნულად განკარგვის რეგულირების მიზნით 2017 წელს ოზურგეთის საკრებულოს პეტიციით მიმართა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, თუმცა საკრებულომ პეტიცია არ დააკმაყოფილა.[2]„პეტიცია პირდაპირ პასუხობდა მოქალაქეთა ინტერესებს“ … Continue reading მიუხედავად ამისა, 2017 წელს სამოქალაქო აქტივისტთა პროტესტის შედეგად, მშენებლობის ნებართვა აღნაგობის უფლებით გაცემულ ნაკვეთზე არ გაცემულა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების საფუძველზე დასრულებულად ჩაითვალა მშენებლობის ნებართვის პირველი სტადია, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა განესაზღვრა მშენებლობის ნებართვის მეორე სტადიაზე დამატებით წარსადგენი დოკუმენტაცია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.

2021 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეითანხმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა.

2022 წლის 24 მარტს მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა ნინო ღლონტთან დადებული აღნაგობის ხელშეკრულება და აღკვეთა მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და სპორტულ ცენტრს შორის მდებარე გაზონს, სადაც გაშენებულია მრავაწლოვანი ხეები და სადაც მშენებლობის განხორციელება არ უნდა იყოს დაშვებული. ქალაქ ოზურგეთს არ გააჩნია გენერალური გეგმა, რომლის ფარგლებში დადგენილი იქნება სამშენებლო რეგულაციები და კოეფიციენტები და უფლებრივი ზონირება. გენერალური გეგმის და შესაბამისი რეგულაციების არარსებობის პრობლემა თავს მკაფიოდ იჩენს საზოგადოებრივ სივრცეებში მშენებლობების ინტერესის დროს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის წლიურად გადასახადი აღნაგობის საფასური 300 ლარი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე თანხას.

ჩვენი ორგანიზაცია, პარტნიორ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთდ, წლებია საჯარო დღის წესრიგში აყენებს ქალაქის გენერალური გეგმის, საზოგადოებრივი სივრცეების დაცვის და მშენებლობის რეგულირების აუცილებლობის საკითხს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს საჯარო, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვით.

რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას

  • მერიამ მიიღოს ყველა შესაძლო კანონიერი, საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისი ზომა, რათა არ დაუშვას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელება ისე, რომ დაცული იყოს
  • მერიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების და მიღებისთვის, რაც დაადგენს უფლებრივ ზონირებას, სამშენებლო და არასამშენებლო ზომებს და დაარეგულირებს ქალაქის საზღვრებში მშენებლობის საკითხებს.

 

 

References
1 ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020
2 „პეტიცია პირდაპირ პასუხობდა მოქალაქეთა ინტერესებს“ https://gurianews.com/petitsia-pirdapir-pasukhobda-mosakhleobis-intersebs-arasamtavrobebi/