🔴 ქალაქ ოზურგეთს სასმელ წყალს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ აწვდის. სოფლებში კი წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. კანონმდებლობის მიხედვით, სასმელი წყალი უვნებელი უნდა უნდა იყოს.
🔴 ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სოფლების მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის შექმნილი აქვს შპს ,,სატისი’’. შპს ,,სატისი’’ არ ფლობს კანონით სავალდებულო ლიცენზიას.  შპს ,,სატისის’’ მეშვეობით, მუნიციპალიტეტი მუდმივად აწვდის წყალს 5 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ 2 471 ოჯახს. გრაფიკით აწვდის წყალს 5 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ 6 479 ოჯახს. მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციული ერთეულის 13 280 ოჯახისთვის წყლის სისტემა მოწყობილი არ არის.
🟥 სოფლებში, რომლებსაც შპს ,,სატისი’’ არ ემსახურება, მოწყობილია ადგილობრივი ჭები და ჭაბურღილები. ასეთი ჭებისა და ჭაბურღილების წყალი არ იფილტრება და იქლორება. სახელმწიფო აუდიტის 2021 წლის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 86%-ში სასმელი წყალი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. Unicef-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული MICS კვლევის მიხედვით, გურიის რეგიონში შინამეურნეობების 77,4%-ის სასმელ წყალში გამოვლენილია ეშერიხია კოლის კოლონია.

🔴 ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გადაუწყვეტელი პრობლემაა მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე და მათი უკონტროლოდ მზარდი რაოდენობა. არ ხორციელდება მათი აღრიცხვა, აცრა, კასტრაცია/სტერილიზაცია.
🟥 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განუხილველად დატოვა საინიციატივო ჯგუფის პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლას და განხილვასა ითხოვდნენ.

 


 პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.