გურიის სამოქალაქო ცენტრი საზოგადოებრვი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, მდგრადი ურბანული განვითარების, საზოგადოებრივი სივრცეების დაცვის და განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით. 

გურიის სამოქალაქო ცენტრი ცდილობს ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივიზმს, სათემო და ინტერესთა ჯგუფების გაძლიერებას. 

ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად მოიცავს კვლევებს, სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგს, სამიზნე ჯგუფებისთვის პრიორიტეტული საქმიანობის ადვოკატირებას.