პროექტის ამოცანები იყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გურიის რეგიონში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებაზე კონტროლის სიხშირისა და ეფექტიანობის მონიტორინგი და გურიის რეგიონში ინერტული მასალების მოპოვების პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციების ადვოკატირება

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების მონიტორინგი მდინარეებზე სუფსასა და ნატანებზე სამიზნე სოფლებში ლიხაური, მერია, ბაილეთი, სლაური, ნაგომარი, ძიმითი და ბუკნარი. სამიზნე სოფლებში მოსახლეობასთან გაიმართა 7 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებსაც 139 ადამიანი დაესწრო. საველე მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა და შეჩერდა წიაღის ორი უკანონო მოპოვება, ხოლო ერთი გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. მონიტორინგისა და დოკუმენტური კვლევის საფუძველზე გამოიცა ანგარიში „ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკა გურიის რეგიონში”, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე asocireba.ge

 

 

პროექტი განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელი – კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

განხორციელების ვადები: მარტი 2020 – აგვისტო 2020

პარტნიორი: გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია – ეკო

მიღებული დაფინანსება: 15 647,91 ₾