პროექტის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების გადაწყვეტილებების მონიტორინგის და სათემო აქტივიზმის ხელშეწყობის მეშვეობით. პროექტი ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული ან განხილვის ეტაპზე მყოფი იმ გადაწყვეტილებების მონიტორინგს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალაქ ოზურგეთის მდგარდ ურბანულ განვითარებაზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს 5 კონკრეტული ურბანული პრობლემის გადაწყვეტის ადვოკატირებას. პროექტის ფარგლებში მომზადდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურბანული პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტი.

პროექტის საქმიანობებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ კითხვარი

 

 

 

პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განხორციელების პერიოდი: იანვარი 2021 – ოქტომბერი 2021

მიღებული დაფინანსება: $ 14 505