პროექტი განხორციელდება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2024 წლის განმავლობაში და მის ფარგლებში მოხდება:
ოზურგეთისა და ჩოხატაურის 14 სამიზნე სოფელში სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა რეგულარული მონიტორინგი გაუწიონ ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესს
ეროვნულ დონეზე ინტერმუნიციპალური ადვოკატირების ხელშეწყობა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით
პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით
განხორციელების პერიოდი: დეკემბერი 2023 – აგვისტო 2024
დაფინანსება: 45 450 ₾