27 აპრილს, 8 მაისსა და 20 მაისს ოზურგეთში „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსიების ციკლი რა აწუხებთ ამომრჩევლებს გურიაში? გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგების მიხედვით შერჩეულ იქნა სამი საკითხი საჯარო დისკუსიებისთვის – ეკონომიკური განვითარება, ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და მიუსაფარი ცხოველების მართვა. დისკუსიები ამომრჩევლების, ექსპერტების და პოლიტიკურიპარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით წარიმართა, სადაც ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეებს აცნობდნენ საკუთარ ხედვებს დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრები პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართებოდა.
საჯარო დისკუსიები ხელს შეუწყობს ამომრჩევლებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
პროექტი  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება.