„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების და დაბების მოსახლეობასთან. შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნები და დაგეგმილი აქტივობების შესახებ, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. საუბრები აგრეთვე შეეხებოდა სოფლის საჭიროებებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრები გაიმართა დაბებში ლაითურში, ნარუჯაში, სოფლებში მელექედური, შემოქმედი, მაკვანეთი, ქვენობანი, ხიდისთავი, ვანი, გოგოლესუბანი, შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, დიდივანი.

პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით