28 მარტს და 3 აპრილს  თბილისსა და ოზურგეთში „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. ორგანიზაციის ექსპერტმა კოკა კიღურაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის მიზანი იყო, გამოევლინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გურიის რეგიონში, რომელთა მოგვარება და გადაჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, დაკავშირებულია ცენტრალურ დონეზე კანონმდებლობის ცვლილებასთან, პოლიტიკის დაგეგმვასთან და აღსრულებასთან.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და პრობლემის მოგვარების გზები სამ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომლებიც გურიის მოსახლეობას აწუხებს. ესენია:
  • პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საავადმყოფოების მომსახურების ხარისხი
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – მაღალი პროცენტები ბანკის სესხებზე, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები
  • მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე
შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა აწუხებთ ამომრჩევლებს გურიის რეგიონში, რომ შემდგომში მათ ეს პრობლემები ასახონ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიებში.
პროექტი  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება.