პროექტის „მუნიციპალური ტრანსპორტის საზოგადოებრივი მონიტორინგი“ ფარგლებში გურიის სამოქალაქო ცენტრის“ წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ რაოდენობრივი კვლევის ჩატარების მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ სოფელში მოქალაქეები გამოკითხეს. სულ გამოიკითხა 140 ადამიანი.   კვლევა პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, წინასწარ შედგენილი კითხვარით ხორციელდებოდა. კვლევა მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შეფასებას, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჭიროებების და პრიორიტეტების გამოკვეთს.

პროექტი ხორციელდება „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და
ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in
the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით და ევროკავშირის
თანადაფინანსებით.