ტენდერი სასტუმროებისთვის

„გურიის სამოქალაქო ცენტრი“ იწვევს სასტუმროებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად სასტუმროს და საკონფერენციო სივრცის მომსახურების მიწოდებისთვის.

სატენდერო დავალება:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განთავსების, კვების და საკონფერენციო დარბაზის მომსახურების მიწოდება 26-28 თებერვლის პერიოდში შემდეგი პირობებით

  • 1 SNGL, 1 DBL, 3 TWIN ოთახი 3 ღამით
  • სამჯერადი კვება 9 ადამიანზე 3 დღით
  • საკონფერენციო სივრცე 9 ადამიანისთვის 2 სრული და ერთი არასრული (ნახევარი) დღით

შეთავაზებები შეფასდება  შემდეგი კრიტერიუმებისა და ქულობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით:

  • შეთავაზების ღირებულება  – 50 ქულა;
  • სასტუმროს მდებარეობა – გურიის რეგიონთან ტერიტორიული სიახლოვე და ლოჯისტიკური ხელსაყრელობა – 30 ქულა;
  • სასტუმრო და საკონფერენციო სივრცით მომსახურების გამოცდილება – 20 ქულა;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ წინასწარი ინვოისის ფორმა, რომელშიც ჩაშლილი სახით იქნება მოცემული სამივე მომსახურების საფასური.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ 2024 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: civicguria@gmail.com