გრიგოლ მახარაძე

„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ დირექტორი 2023 წლიდან. 2011-2023 წლებში იყო USAID-ის დაფუძნებული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი. აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე პროექტების მართვის, ტრენინგების ჩატარების, შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზების გამოცდილება.

ნინო ურუშაძე

პროექტების მენეჯერი. გურიის სამოქალაქო ცენტრის გუნდის წევრი 2021 წლიდან, გამგეობის წევრი 2023 წლიდან. იურისტი. მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის სპეციალისტად და მონიტორინგს უწევს ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებს. არის  ფემინისტი და ქალთა უფლებების მხარდამჭერი, ოზურგეთში გამართული ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი.

ნათია ვაშალომიძე

პროექტების მენეჯერი. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2013 წლიდან აქვს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში პროექტების მენეჯერად, და PR მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.

კოკა კიღურაძე

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2020 წლიდან, ორგანიზაციის გამგეობის წევრი 2024 წლიდან. კოკა კიღურაძის გამოცდილება მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების კვლევებს, ტრენინგების და ლექციების ჩატარებას; კარგად იცნობს რეგიონის კონტექსტს და აქვს კარგი საქმიანი ურთირეთობები გურიის რეგიონში მოქმედ პოლიტიკურიპარტიების წარმომადგენლებთან.

გიორგი გოლიაძე

ფინანსური მენეჯერი. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2019 წლიდან. მისი გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში გაყიდვებს, ფინანსურ მენეჯმენტს; 2019 წლიდან არის „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ფინანსური მენეჯერი და აქვს სხვადასხვა დონორებისგან დაფინანსებული პროექტების ფინანსური ფინანსური მართვის გამოცდილება.

თათია სამსონიძე

პროექტების ასისტენტი. ჟურნალისტი, სოციალური მედია მენეჯერი, აქვს გამოცდილება ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, არის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2021 წლიდან.

ნონა გარგანჯია

პროექტების ასისტენტი. პროფესიით ექიმი, აქტივისტი და ფემინისტი. ტრენერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხებში.  „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2021 წლიდან

თამთა ცინცაძე

ჩოხატაურის კოორდინატორი. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2021 წლიდან

ქეთევან წილოსანი

ლანჩხუთის კოორდინატორი. „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ გუნდის წევრი 2021 წლიდან.