გურიის სამოქალაქო ცენტრმა ამა წლის16 თებერვალს და 11 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მოეწოდებინათ 2024 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში:
მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, დასახლების საერთო კრების ოქმი კრების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს, ხოლო საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასცეს. დასახლებების საერთო კრებების ოქმები დღემდე არ არის გამოქვეყნებული მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ასევე, არ მოუწოდებია საჯარო ინფორმაცია.
შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არღვევს კანონით დადგენილ გამჭვირვალობის სტანდარტს.
გურიის სამოქალაქო ცენტრი USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს პროექტის – ‘’სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგის’’ ფარგლებში ახორციელებს 2024 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მონიტორინგს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
|
2024-04-20