ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ტროტუარზე რკინის კონსტრუქციის განთავსებამ მოქალაქეების და ადგილობრივი მედიის დაინტერესება გამოიწვია.[1]http://guriismoambe.com/archives/32243?fbclid=IwAR2bry5T6XyIwk4TajHLX0XEgtqza4gnR5txGSCUg1lfR8DlMOIPS-CzmSk გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შეფასებას:

მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძვლებია საქართველოს ორგანული კანონი – ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი, საქართველოს კანონი – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“.

ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული ნაგებობა შეესაბამება დროებითი (საძირკველის არ მქონე) შენობა-ნაგებობის კატეგორიას.[2]საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის … Continue readingდროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება ითვლება ახალი მშენებლობად.[3]იგივე, პუნქტი 2 დროებითი შენობა-ნაგებობა, განიხილება, როგორც კლასის მშენებლობა და არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა კანონით, ასეთი კლასის შენობა-ნაგეობობებისთვის გათვალისწინებულია მშენებლობის შეტყობინების ვალდებულება.[4]საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და … Continue reading

ასეთი ტიპის მშენებლობაზე, უფლებამოსილ განმცხადებელს წარმოადგენს მიწის  ნაკვეთის/შენობა-ნაგებობების  მესაკუთრე, მოსარგებლე  ან  მისი/მათი  უფლებამოსილი   პირი,  რომელსაც  აქვს  შეტყობინებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ინტერესი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ტროტუარის ნაწილია. ტროტუარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებულ ქონებას.[5]საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, … Continue reading ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარზე, (ს.კ.  26.26.46.170) რეგისტრირებულია იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სამწლიანი სარგებლობის უფლება 36 მმიწის ნაკვეთზე, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ განმცხადებელს წარმოეშვას დროებითი ნაგებობის მშენებლობის შესაძლებლობა.

ტროტუარის როლი მნიშვნელოვანია ქალაქის ცხოვრებაში. ის საჯარო სივრცეა და ქუჩის მთავარი ნაწილია, რომელიც ქუჩას სოციალურად და ეკონომიკურად აქტიურს ხდის. საუკეთესო დიზაინის ტროტუარმა შეიძლება ფეხით სიარული მიმზიდველი გახადოს და ქუჩაზე ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი. ორგანიზაცია NACTO-ს (National Association of City Transportation Officials) მიერ შემუშავებული Urban Street Design Guide-ის მიხედვით ტროტუარზე შესაძლოა გამოიყოს სხვადასხვა ზონები:

  • წინა ზონა ღია კაფეებისთვის
  • თავისუფალი ბილიკი ფეხით მოსიარულეებისთვის
  • ქუჩის ავეჯის ზონა
  • ბუფერული ზონა

თავისუფალი ბილიკი განკუთვნილია ფეხით გადაადგილებისთვის და სიგანით უნდა აღწევდეს 1-2,4 მეტრს საცხოვრებელ ზონაში და 2,4-4,5 მეტრს ცენტრსა და კომერციულ ადგილებში. [6]https://bit.ly/37vdnkT

რეკომენდაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას:

  • უზრუნველყოს ტროტუარებზე ფეხით გადაადგილებისთვის საკმარისი სიგანის თავისუფალი ბილიკის შენარჩუნება

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

References
1 http://guriismoambe.com/archives/32243?fbclid=IwAR2bry5T6XyIwk4TajHLX0XEgtqza4gnR5txGSCUg1lfR8DlMOIPS-CzmSk
2 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“, მუხლი 2, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ვ“
3 იგივე, პუნქტი 2
4 საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 3, პუნქტი „ჯ“
5 საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 107, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ა“
6 https://bit.ly/37vdnkT