2021 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციით მიმართა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერის მოწყობის მოთხოვნით.[1]http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/32 ჩოხატაურის ქუჩაზე რამდენიმე  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია და მჭიდროდაა დასახლებული. ჩოხატაურის ქუჩის მოსახლეობას არ გააჩნია ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო  ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერის მოწყობა და გამოცხადებული იყო ტენდერი, თუმცა სამუშაოები არ განხორციელებულა. ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერის მოწყობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეთავაზებული იყო „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ მიერ 2020 წელსაც.ქალაქ [2]ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020 ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩოხატაურის, ასევე ნაწილობრივ ქავთარაძის, თენიეშვილის, ჯავახიშვილის, თოიძისა და რუსთაველის ქუჩების მოსახლეობისთვის.

ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერის მოწყობის შესახებ ელექტრონული პეტიცია დასრულდა 2021 წლის 30 ივლისს. პეტიციაზე დაფიქსირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით[3]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №38, 2018 წლის 6 ივნისი დაწესებულ ზღვარზე (რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%) მეტი ხელმოწერა. მიუხედავად ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ განუხილავს.[4]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N 37-37212293; PIN: 5038

ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომზადებული აქვს განკარგულების პროექტი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.[5]https://ozurgeti.mun.gov.ge/?p=9397 განკარგულების პროექტი მოწონებულია საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მიერ.[6]https://ozurgeti.mun.gov.ge/?p=9542 პროექტის მიხედვით საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილია 186 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი ჩოხატაურის ქუჩაზე (ს.კ. 26.26.57.259)

მიზანშეწონილია, რომ არ მოხდეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება მხოლოდ მისი რეალიზაციისგან მიღებული ერთჯერადი შემოსავლის გამო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ერთჯერადი შემოსავალი ხშირად საკმაოდ დაბალია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში უკვე დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად უძრავი ქონების პრივატიზების გამო.[7]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების … Continue reading

რეკომენდაციები

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პეტიცია ჩოხატაურის ქუჩაზე სკვერის მოწყობის შესახებ
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადოს მორატორიუმი ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებაზე გენერალური გეგმის შემუშავებამდე

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

References
1 http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/32
2 ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020
3 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №38, 2018 წლის 6 ივნისი
4 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი N 37-37212293; PIN: 5038
5 https://ozurgeti.mun.gov.ge/?p=9397
6 https://ozurgeti.mun.gov.ge/?p=9542
7 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, გვ. 29 სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 21 დეკემბერი, 2018 https://bit.ly/3cs1q1z