პროექტი გულისხმობს ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში აქტიურ მუშაობას ამ მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის და მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით
პროექტის ამოცანებია:
- სამიზნე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერება ადმინისტრაციული ხარჯების და სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების მდგრადი მექანიზმის შექმნით.
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობის ინსტიტუციური მხარდაჭერა
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით 12 სოფელში ანგარიშის საჯარო მოსმენების ორგანიზება
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებისთვის თვითმმართველობის საბიუჯეტო და მონიტორინგის საკითხებზე საჯარო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაციების გამოთხოვა და გამოქვეყნება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისთვის ტრენინგები, მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ მასალების გამოცემა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრცეველთა საბჭოს მხარდაჭერა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში საკრებულოს წევრების ანგარიშების საჯარო მოსმენების ორგანიზება
პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.
განხორციელების ვადები: ივლისი 2022 – მარტი 2023
მიღებული დაფინანსება: 32 625 ₾