„გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ Ჩოხატაურის საინიციატივო ჯგუფმა „ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში განაცხადი გააკეთა.
Პროექტი ითვალისწინებს დაბა ჩოხატაურში მდებარე მინი-საფეხბურთო მოედნის რეაბულიტაციას, კერძოდ, ხელოვნური საფარის მაღალი ხარისხის საფარით შეცვლას, საფეხბურთო კარების რეკონსტრუქცია-შეღებვას, კალათბურთის ფარების მოწყობას (2-2 კომპლექტი), პლასტმასის დასაჯდომი სკამების მოწყობას ლითონის კონსტრუქციაზე, დასაჯდომის წინ მავთულბადის ღობის მოწყობას, მავთულბადის შეღებვას ანტისეპტიკური ზეთოვანი საღებავით. მოედნის გვერდით უნდა მოეწყოს გარე ტრენაჟორები და სასმელი წყლის სოკო. პროექტის სავარაუდო ღირებულება: 50 000 ლარი
ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 14 იდეა, მათ შორის, ,,გურიის სამოქალაქო ცენტრის” იდეა დაბის ცენტრში საფეხბურთო მოედნის შესახებ. ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა 19-20 სექტემბერს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში.
99 ხმით იდეა გავიდა მეორე ადგილზე და გამოცხადდა გამარჯვებულად.