პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით ორგანიზაცია                            განახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის“ მონიტორინგს, შეისწავლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე მოსახლეობის გამოკითხვის მეშვეობით ორგანიზაცია შეისწავლის მოქალაქეების საჭიროებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით და დეტალურად გამოავლენს არსებულ პრობლემებს. ორგანიზაცია ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს პოლიტიკის  დოკუმენტს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, განახორციელებს ადვოკატირების კამპანიას და მოითხოვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინებას. პროექტი ხელს შეუწყობს  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

პროექტი ხორციელდება „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და
ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in
the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით და ევროკავშირის
თანადაფინანსებით.

განხორციელების პერიოდი: იანვარი 2024 – ივნისი 2024

დაფინანსება:  € 4 538