პროექტის მიზანია ,გურიის სამოქალაქო ცენტრის’ ორგანიზაციული და ინსტიტუციური გაძლიერება. ის გულისხმობს შიდა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მეტი მოქალაქის ჩართვას ორგანიზაციის საქმიანობაში.
პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში
განხორციელების პერიოდი: თებერვალი 2024 – ივლისი 2024
დაფინანსება: € 9 886