გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად „გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ გურიის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა. პირველი ასეთი შეხვედრები გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მელექედურში, ბაილეთში, ლიხაურში, ნაგომარში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. მოქალაქეებთან საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, გარემოსდაცვითი საკითხებს, ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო სოფლებში წარმოქმნილ პრობლემებს.

პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)