პროექტი მიზნად ისახავდა ქალაქ ოზურგეთში საზოგადოებრივ და სარეკრეაციო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ქალაქში მოქმედი „მწვანე“ აქტივისტური ჯგუფების გაძლიერების, მათი ორგანიზაციული   შესაძლებლობების ზრდისა და ადვოკატირების მეშვეობით. პროექტი განხორციელდა 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის მონაწილეობით. ფოკუს-ჯგუფების, საველე და დოკუმენტური კვლევების საფუძველზე მომზადდა და გამოიცა „ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში 2020“. 

სამიზნე ჯგუფებთან ინტენსიური მუშაობით და ადვოკატირების შესახე ჩატარებული ტრენინგების შედეგად  პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ჯგუფების გაძლიერებას და თვითორგანიზებას, რომლებიც ქალაქში საჯარო და სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნებით და განვითარებით არიან დაინტერესებულნი.

პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე დაყენებულ იქნა აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაციის და ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის ინიციატივები.

პროექტი განხორციელდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და  დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

განხორციელების ვადები: ნოემბერი 2019 – ივლისი 2020

მიღებული დაფინანსება: 17 931,33 ₾