1 და 2 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, დაბა ლაითურში და ქალაქ ოზურგეთში, ასევე ქალაქ ლანჩხუთსა და დაბა ჩოხატაურში საჯარო კენჭისყრები ჩავატარეთ მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული საკითხების გამოსავლენად.„რომელია თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რაზეც უნდა იმუშაოს ახალმა პარლამენტმა?“ – ამ კითხვას მოქალაქეები ხის ყუთებში შესაბამისი ჟეტონების მოთავსებით პასუხობდნენ.
აღნიშნული ღონისძიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება.