20 და 24 მარტს „გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ შეხვედრები გამართა დაბა ნარუჯის, დაბა ლაითურის, დაბა ჩოხატაურის, სოფლების ხიდისთავისა და ჯვარცხმის მოსახლეობასთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, მუნიციპალიტეტების შეფასების კრიტერიუმები, რა ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი მათ ვებგვერდებზე და როგორია ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების შეფასება. ასევე, საუბარი შეეხო თვითმმართველობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და ჩართულობის მექანიზმებს, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის – ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის’’ ფარგლებში, პროექტის მიზანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაა. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.