რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას:
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახოს პარკების და სკვერების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა, რომლის თანხები მოხმარდება არსებული პარკების და სკვერების კაპიტალურ რეაბილიტაციას;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ყველა პარკსა და სკვერში არსებითი, საბაზისო ინფრასტრუქტურის (ბილიკები, სკამები, ურნები, გარეგანათება და ა.შ.) მოწესრიგება, საჭიროების მიხედვით მოაწყოს პარკებსა და სკვერებში საბავშვო და სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტუალეტები, სასმელი წყლის სოკოები, ველოპარკინგები, ფანჩატურები;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ახალი პარკების და სკვერების მშენებლობა ქალაქის იმ ნაწილებში, რომლებსაც არ გააჩნია ხელმისაწვდომობა სარეკრეაციო სივრცეებზე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია იხელმძღვანელოს ამ ანგარიშში მოცემული შეთავაზებული სივრცეებით;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ პარკების რეაბილიტაციის დროს ტენდერის ნაცვლად გამოიყენოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კონკურსის წესი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ყველა პარკისა და სკვერის მიმდინარე მოვლა-პატრონობა შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფისა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირების გზით;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა პარკების და სკვერების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებისას პროექტირების ეტაპზე, პროაქტიურად გამოაქვეყნოს დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები და დანერგოს მოქალაქეებთან წინასწარი სავალდებულო კონსულტაციების წესი, რათა პარკების და სკვერების კაპიტალური რეაბილიტაცია ეფუძნებოდეს ადგილობრივ საჭიროებებს და ითავლისწინებდეს მოქალაქეთა ინტერესებს;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მუნიციპალური სამსახურების და იურიდიული პირების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და მათი გამართვა სხვადასხვა პარკებსა და სკვერებში;
რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს ქალაქში არსებული პარკებისა და სკვერების გასხვისებისა და განაშენიანების შეზღუდვის შესახებ ნორმატიული აქტი, რომელიც იმოქმედებს ქალაქის გენერალური გეგმის მიღებამდე;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს ქალაქში არსებული პარკებისა და სკვერების ნუსხის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტი, რომელიც იმოქმედებს ქალაქის გენერალური გეგმის მიღებამდე;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განახორციელოს ქალაქში არსებული პარკებისა და სკვერების სახელდება;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განახორციელოს ზედამხედველობა პარკებსა და სკვერებში ხეების მოჭრის შესაბამისობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ „მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესთან“.