ქ. ოზურგეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენერალური გეგმის არარსებობა. ქ. ოზურგეთში უკანასკნელ წლებში ქალაქში გაზრდილია მშენებლობების რიცხვი, ძირითადად ესაა საცალო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები, სასტუმრო, ეკლესია, საბანკეტო დარბაზები, სამშენებლო მასალების მაღაზიები, ავტოსამრეცხაოები. მშენებლობის ნებართვები გაიცემა მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამმშენებლობის რეგულირების არარსებობის გამო, რაც გენგეგმის არარსებობითაა გამოწვეული, დარღვეულია საჯარო ინტერესი. მშენებლობები ხშირად ხდება ტროტუარებზე, მდინარის ზედაპირზე ან მასთან ახლოს მიმდებარედ. ნებართვის გაცემის დროს არ ხდება სატრანსპორტო, პარკინგის და სხვა საკითხების გათვალისწინება. გენგეგმის არარსებობა ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქის მწვანე სივრცეებს და სარეკრეაციო ტერიტორიებს. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქალაქის მდგრად ურბანულ განვითარებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციის თანახმად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ ოზურგეთის გენერალურ გეგმაზე, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის გარეშე და ამ პროცესის შედეგები ჯერჯერობით მოქალაქეებისთვის უცნობია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად მოვითხოვთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებასა და ჩართულობას.

პეტიციის ბმული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე: http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/26