10 სექტემბერს „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ პროექტის მენეჯერი კოკა კიღურაძე პარტნიორი საზოგადოებრივ ორგანიზაციების, „პროგრესის სახლის“ და „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. შეხვედრაზე კოკა კიღურაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გადასცა ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციები, ასევე გააცნო მიმდინარე პროექტი „ვითხოვთ პასუხს“, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება და რომლის მიზანია საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გურიის მხარეში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საგნობრივი დისკუსიის წახალისება.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
2020-09-10