პროექტის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების გადაწყვეტილებების მონიტორინგის და სათემო აქტივიზმის ხელშეწყობის მეშვეობით. პროექტი ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული ან განხილვის ეტაპზე მყოფი იმ გადაწყვეტილებების მონიტორინგს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალაქ ოზურგეთის მდგარდ ურბანულ განვითარებაზე. მონიტორინგის შესახებ კონკრეტული ფაქტები პროექტის განმავლობაში ქვეყნდებოდა ბეჭდურ მედიაში, ასევე ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-გვერდზე. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდა განცხადებების შეტანა მუნიციპალურ ორგანოებში კონკრეტული ურბანული პრობლემის გადასაწყეტად. პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში ურბანული გადაწყვეტილებების მიღება ქალაქ ოზურგეში. 

 

 

 

პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განხორციელების პერიოდი: იანვარი 2021 – ოქტომბერი 2021

მიღებული დაფინანსება: ₾ 46632,78