ქალაქ ოზურგეთში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გენერალური გეგმის არარსებობაა. 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრის – პროგრესის სახლის“ მიერ განხორციელდა პროექტი „ქალაქ ოზურგეთში გენგეგმის მიღების პროცესის ადვოკატირება“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების მიზნით მიეწოდა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ 2020 წლის 29 იანვარსა[1]სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N4 და 31 ივლისს[2]სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N5 . ხოლო სექტემბერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა მოქალაქეთა პეტიცია „გენერალური გეგმა ოზურგეთს“.[3]http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/26
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოეცხადებინა ტენდერი ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით და სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტის ორგანოებს საკუთარი ძალებით მოემზადებინათ აღნიშნული დოკუმენტი. ასეთი მუნიციპალურ ორგანოდ განისაზღვრა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი“. ცენტრს დამოუკიდებლად, მომსახურების შესყიდვის გარეშე უნდა მოემზადებინა გენერალური გეგმა.
ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრს 2020 წლის განმავლობაში შესრულებული აქვს 120 აზომვითი ნახაზი. შესრულებულია მეტწილად ქალაქ ოზურგეთის ქუჩების, ასევე ზოგიერთი ტროტუარისა და სკვერის აზომვითი ნახაზები.
აზომვითი ნახაზების შედგენა ვერ ჩაითვლება ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის საფუძვლების მომზადებისთვის საკმარის სამუშაოდ. ოზურგეთისთვის გენგეგმის პროექტმა უნდა მოიცვას ქალაქის საზღვრების შეფასების, სატრანსპოტო, სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, მიწის გამოყენების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროების შეფასების, პარკების და ღია სივრცეების დაცვის და განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და სხვა ელემენტები. [4]ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის წინასაპროექტო ურბანული კვლევა, … Continue reading
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით, შესყიდვის გარეშე ვერ ახერხებს ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებას.
რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას:
- შეიმუშაოს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების კონკურსის საშუალებით შესყიდვის საკონკურსო დოკუმენტაცია
- გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გენერალური გეგმის შესამუშავებლად საჭირო ასიგნებები
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
↑1 | სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N4 |
---|---|
↑2 | სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმი N5 |
↑3 | http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/26 |
↑4 | ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის წინასაპროექტო ურბანული კვლევა, „ოზურგეთის პროგრესის სახლი“, 2020 |