ქალაქ ოზურგეთის ცალკეულ ქუჩასა და უბანს არ გააჩნია სარეკრეაციო სივრცე. ეს გამოწვეულია არსებული პარკებისა და სკვერების მოუვლელობით. ერთ-ერთი ასეთი სივრცეა „აფხაზეთის სკვერი“ რუსთაველის ქუჩაზე. სკვერის ინფრასტრუქტურა 2000-იან წლებშია მოწყობილი და ამორტიზებულია, მისით სარგებლობა შეუძლებელია და საფრთხესაც შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ინიციატივა გულისხმობს აფხაზეთის სკვერის რეაბლიტაციას. სკვერის რეაბილიტაციის მოთხოვნით „გურიის სამოქალაქო ცენტრი“ დაეხმარება სამეზობლოს რათა შესაბამისი განცხადებით მიმართონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
ღონისძიება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაბამისი რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.
პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება