ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ორი მდინარე (ნატანები და ბჟუჟი) და ოთხი მცირე მდინარე მიედინება. ქალაქში არხებისა და მდინარეების სისტემას ლურჯ ინფრასტრუქტურას უწოდებენ.

მცირე მდინარეებსა და არხებში თხევადი ნარჩენის (კანალიზაციის) ჩადინება დაუშვებელია, თუმცა ოზურგეთში არსებული პრაქტიკით მცირე მდინარეები ბინძურდება, მცირდება და იმარხება.

ცხელი ზაფხულის პერიოდში წყლის ზედაპირები უზრუნველყოფენ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, ჰაერის ნაკადების მოძრაობას ურბანულ სივრცეებში და ქალაქის განაშენიანებული ნაწილების გაგრილებასა და განიავებას.

ლურჯი ინფრასტრუქტურა ბუნებრივი ნალექის და ზედაპირული წყლის მართვის – სანიაღვრე სისტემის – ნაწილი და ეკოლოგიური ციკლის ერთ-ერთი რგოლია.

მრავალი ქალაქი ხელოვნურად აწყობს ურბანულ ნაწილში გამავალ მცირე მდინარეებსა და არხებს. ასეთი მდინარეები, არხები და ხევები ასრულებენ მწვანე დერეფნის ფუნქციას

რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს:

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალაქის წყალარინების ქსელით სრულად დაფარვისთვის
  • უზრუნველყოს ქალაქის მცირე მდინარეების დაცვა წყალარინების თხევადი ნარჩენების ჩადინებისგან
  • უზრუნველყოს ქალაქის მცირე მდინარეების ჭალების და სანაპიროების დაცვა გადახურვისა და განაშენიანებისაგან

 

 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.