ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 30 ივლისს დაამტკიცა განკარგულებები, რომლითაც მოწონებულ იქნა კოსტავას[1]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N42 , დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების[2]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N41 რეაბილიტაციის საპროექტო იდეები.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული განკარგულებით დამტკიცებულია მხოლოდ საპროექტო წინადადებების სახელწოდებები. აღნიშნული საპროექტო წინადადებები წარდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებლად. დაფინანსების შემთხვევაში სრული საპროექტო დოკუმენტაცია შეძენილი იქნება ტენდერის მეშვეობით.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის სავარაუდო მიახლოებითი ბიუჯეტია 6 მილიონი ლარი, ხოლო დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების რეაბილიტაციის – 1,6 მილიონი ლარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად საპროექტი იდეები ითვალისწინებს:

  • ქუჩების სავალი ნაწილის რეაბილიტაციას
  • ტროტუარების რეაბილიტაციას
  • ქვეითთა გადასასვლელების მოწყობას
  • დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩაზე სკვერის და საბავშვო მოედნის მოწყობას
  • გარეგანათების მოწყობას
  • ფასადების რეაბილიტაციას

საკრებულოს განკარგულებები არ ითვალისწინებს აღნიშნულ ქუჩებზე საველოსიპედო ბილიკების მოწყობას, ასევე არაა გათვალისწინებული აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების მოწყობას. შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის  ოზურგეთის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პრობლემაა. [3]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების კვლევა … Continue reading

საკრებულოს განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ „წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანების გეგმის მიღების პროცესს“. აღნიშნული წინადადება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება გენერალური გეგმის არსს. ქალაქის გენერალური გეგმა მიხედვით უნდა დამუშავდეს ქალაქის ცალკეული უბნების განაშენიანების დეტალური გეგმები და მათ საფუძველზე უნდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

რეკომენდაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას:

  • ქუჩების რეაბილიტაციის დროს გაითვალისწინოს NACTO-ს (National Association of City Transportation Officials) მიერ შემუშავებული Urban Street Design Guide პრინციპები
  • გაითვალისწინოს ველობილიკების მოწყობა კოსტავას, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების რეაბილიტაციის დროს
  • გაითვალისწინოს მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობა კოსტავას, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების რეაბილიტაციის დროს
  • უზრუნველყოს ქალაქის გენერალური გეგმის დროულად მიღება, ხოლო შემდგომში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმართვა მის შესაბამისად

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

References
1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N42
2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N41
3 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების კვლევა http://civicguria.ge/2021/08/20/ozurgeti21/