გურიის სამოქალაქო ცენტრის“ და „გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკოს“ წარმომადგენლებმა რაოდენობრივი კვლევის განხორციელება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხიდისთავში, ახალშენშა და ზენობანში გააგრძელეს.  კვლევა პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, წინასწარ შედგენილი კითხვარით ხორციელდება და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის შეფასებას.

პროექტის „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მონიტორინგი გურიის რეგიონში“ ფარგლებში გაგრძელდება სამიზნე სოფლების მოსახლეობის გამოკითხვა. სულ კვლევის ფარგლებში 250 მოქალაქე იქნება გამოკითხული.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.