“COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. კამპანია მოიცავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მათთვის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და, ზოგადად, ცნობადობის ამაღლებას კორონავირუსისგან გამოწვეული რისკების შესახებ.

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.