2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის გუნდის და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის შესახებ. შეხვედრები ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ლანჩხუთში, დაბებში ურეკში, ლაითურში, ნარუჯაში, ჩოხატაურში, ნასაკირალში, სოფლებში – ხიდისთავში, ნატანებში, შრომაში, მერიაში დვაბზუსა და ლიხაურში. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობაზე, როგორც ამ პრობლემის მოგვარების ჰუმანურ გზაზე, რომელიც ცხოველთა კეთილდღეობასაც ემსახურება. ასევე საუბარი შეეხო იმ მითების შესახებ, რომლებიც ამ საკითხის გარშემო არსებობს და საზოგადოებაში ცრუ წარმოდგენებს აღვივებს.

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება