„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით ქალაქ ოზურგეთში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ეროვნული სარაგბო ნაკრებების ოფიციალური მატჩების ღია ჩვენებები მოეწყო. ჩვენებებზე მონაწილეებს დაურიგდათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მასალები: გაზეთები, პინები, ბლოკნოტები და სხვა. ჩატარდა სამაგიდე თამაშები და გათამაშდა ვიქტორინები საქართველოს ევროპული ისტორიის და პერსპექტივის შესახებ.
პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.