„გურიის სამოქალაქო ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგები ოზურგეთსა და ჩოხატაურში. ტრენინგების მონაწილეები გაეცნენ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას, დასახლების საერთო კრების ჩატარების წესს, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება დაფინანსდეს პროგრამის ფარგლებში და იმუშავეს საპროექტო წინადადებებზე თავიანთი სოფლებისთვის.
ტრენინგებს ესწრებოდნენ მონაწილეები ლაითურიდან, ნარუჯიდან, მელექედურიდან, შემოქმედიდან, მაკვანეთიდან, მთისპირიდან, ძიმითის ნასაკირალიდან, ასკანიდან, ქვენობნიდან, ხიდისთავიდან, ვანიდან, გოგოლესუბნიდან, შუა ფარცხმიდან, ზემო ფარცხმაიდან.
პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით