პროექტი განხორციელდება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2024 წლის განმავლობაში და მის ფარგლებში მოხდება:

🔸 ოზურგეთისა და ჩოხატაურის 14 სამიზნე სოფელში სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა რეგულარული მონიტორინგი გაუწიონ ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესს

🔸 ეროვნულ დონეზე ინტერმუნიციპალური ადვოკატირების ხელშეწყობა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით

 

პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით

განხორციელების პერიოდი: დეკემბერი 2023 – დეკემბერი 2024

დაფინანსება: 60 600,4 ₾